 |
|
| |
 | bebete BBK & BeBete -Gaitvaliswine |
 | warhammer Procol Harum - A Whiter Shade Of Pale |
 | bebete BeBete__BaBi-Warsulze_fiqrebi |
 | STEIN გია სურამელაშვილი-ნინიკო |
 | ilia1234 rihanna - hotness (feat. shontelle) |
|
|
ჩვენს შესახებ |
რეკლამა საიტზე |
შესვლა |
რეგისტრაცია |
წესები |
კითხვები |
კონტაქტი
დღეს დამატებულია 1 mp3 |
სულ 5380 mp3 |
სულ ვართ: 187651 მოთვალთვალე |
|
|
|
|
|
 |
|
 Simpho/Black |  VA - olivia - close to you |  Jessica Simpson - Sweetest Sin (Mike Rizzo Globa |  Skinny Puppy - ugLi |  Sting - The Hounds Of Winter |  W & D - Sunrіse (W & D Beauty Mornіng Mіx) |
|
|
 |
მომილოცავს – რამდენიმე განახლება გვაქვს:
ჩვენს მომხმარებლებს გაუჩნდათ საშუალება ჩამოტვირთონ ვიდეო – როგორც მობილურისთვის, ასე იგივე ხარისხით, რაც საიტზე დევს.
ჩამოტვირთეთ და მშვიდობაში მოიხმარეთ. იმათთვის ვინც ვერ პოულობს ამ ფუნქციას:
იპოვეთ ვიდეოს გვერდზე აი ეს სურათები:


TVali.ge ადმინისტრაცია
|
პატარა განახლება გვაქვს საიტზე:
"ატვირთვა Internet-ის მისამართიდან", ველში "ფაილის მისამართი (URL)" აწი შეგიძლიათ შეიტანოთ YouTube-ის გვერდის მისამართი,
მაგალითად http://www.youtube.com/watch?v=gdz_G1VGJ4c, და მიანდოთ სერვერს ამ ვიდეოს ჩვენ სერვერზე გადმოტვირთვა. ეს ფუნქცია ჯერ–ჯერობით მუშაობს სატესტო რეჟიმში, ასე რომ, თუ რამე არ გამოდის – არ გაგიკვეირდეთ, ჯერ ვმუშაობთ ამაზე.
TVali.ge ადმინისტრაცია
|
როგორც გვაჩვენა გამოკითხვამ, 40% მომხმარებელი ვერ შეამჩნია ვიდეოს დამატების ფორმაში ახალი პუნქტი:"ატვირთვა Internet-ის მისამართიდან, თქვენს კომპიუტერზე ჩამოტვირთვის გარეშე".
ამიტომ, სანამ დიზაინერები მოიფიქრებენ ამ ფუნქციისათვის სათანადო ადგილს ჩვენ ოდნავ, ჩვენ ოდნავ გავადიდეთ მისი ბმული და აქაც, მთვარ გვერდზე, აგიხსნით, თუ რა ხდება.
ხდება ისე, რომ ხანდახან თქვენ იცით, რა მისამართზე დევს ვაიმე–დედა–რა–მაგარი ვიდეო, მაგრამ ის იმხელაა, რომ პენსიაზე გასვლამდე ვერ ასწრებს მის ჯერ თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთვას, მერე კი ჩვენ სერვერზე ატვირთვას.
ან და ეს ვიდეო, რომელიც თქვენ გინდათ გაუზიაროთ სხვებს, დევს ისეთ ვიდეოოსტინგზე, სადაც ისედაც არის ჩამოტვირთვის ბმული, მაგალითად nothingtoxic.com, psfights.com და ასე შემდეგ.
რა უნდა ქნათ ამ შემთხვევაში – იღებთ ვიდეოს ჩამოტვირთვის ბმულს ბუფერში (თაგვის მარჯვენა ღილაკი და Copy Shortcut), შედიხართ ატვირთვაში და იქედან ატვირთვაში Internet-ის მისამართიდან (ან და პირდაპირ მეორე ბმულზე),
და პირველ ველში აკოპირებთ ვიდეოს მისამართს. დანარჩენ ველებს ვავსებთ ჩვეულებრივად. როგორც კი დააჭერთ ღილაკს "ატვირთვა", დაიწყება ფაილის ჩამოტვირთვა ჩვენს სერვერზე, თქვენ კი შეგიძლიათ განაგრძოთ სხვა ვიდეოს ყურება ან ატვირთვა.
ღვერთმა ხელი მოგიმართოთ
TVali.ge ადმინისტრაცია
|
კაციშვილი არ კითხულობს ამ ახალ ამბებს, როგორც მე ვატყობ...
ხართ ახლა თქვენ ღირსნი კაი ამბავის? თუ ამას კითხულობთ – ხართ. კაი, გეტყვით: "ჩემ ვიდეოებში" ყოველ ვიდეოს გასწვრივ გაჩნდა პატარა წითელი ჯვარი.
ჩემი რჩევაა – ამ ჯვარს სჯობია არასოდეს არ დააჭიროთ. თუ კი მაინც დააჭერთ, იცოდეთ – მის გასწვრივ მყოფი ვიდეო წაიშლება. სამუდამოდ. და ვეღარ აღადგენთ. ვერც ჩვენ.
ასე რომ – დაანებეთ მაგ ჯვარს თავი, სანამ მთელი თქვენი ნამუშევარი წაგიშლიათ.
|
გამარჯობათ, მოთვალთვალეებო.
თუ კარგად დააკვირდებით საიტს, შეიძლება შეამჩნიოთ რომ მოხვდა მცირე ცვლილებები – სტატისტიკის ბლოკი გადაინაცვლა მაღლა, მთავარ მენიუს ქვეშ, განთავისუფლებულ ადგილზე კი უეცრად გაჩნდა ხმის მიცემის ბლოკი.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი იმის თაობაზე, ღირს თუ არა თქვენს ხელში წაშლის ფუნქციის გადაცემა. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შეიძლება მხოლოდ ერთხელ,
ასე რომ გაითვალისწინეთ – კუკიზების გაწმენდვა და ოცდაათი მომხმარებლის რეგისტრაცია საქმეს არ უშველის, საკითხს წყვიტავს უბრალო უმრავლესობა – რაც უფრო მეტ უნიკალურ IP მისამართიდან მიეცემა ხმა ამა თუ იმ ვარიანტს, მით უფრო მეტი მოგების შანსი აქვს მას.
|
ძვირფასო მომხმარებლებო! ჩვენს ვიდეოპორტალს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია:
დათვალიერების ისტორია და
ჩემი რჩეულები .
რჩეულებში დამატება შეგიძლიათ "ჩემს რჩეულებში" ღილაკის დაჭერით ნებისმიერი ვიდეოფრაგმენტის დათვალიერებისას.
იქვე შეგიძლიათ გაუგზავნოთ ბმული ამ ვიდეოფრაგმენტზე თქვენს მეგობარს – უბრალოდ შეიტანეთ მისი მისამართი "გაუგზავნე მეგობარს" წარწერის ქვეშ მყოფ ველში და დააჭირეთ Enter-ს.
გკოცნით და გეხვევით,
მარად თქვენი,
TVali.ge-ს ადმინისტრაცია
|
ძვირფასო მომხმარებლებო! „კავკასუს ონლაინი“ გატყობინებთ, რომ ინტერნეტ-ქსელში გაეშვა ახალი ვიდეო პორტალის www.tvali.ge საცდელი ვერსია.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ აღნიშნულ მისამართზე. ატვირთოთ და იხილოთ თქვენთვის სასურველი ვიდეო რგოლები.
|
|
|
|
|